ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი - გომელაური დმანისზე

საქართველო, თბილისი - 16:01 | 17.05.2021
ნანახია: 537

ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში ჩასვლისას განუცხადა.

"ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად. ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია. მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დამატებითი ძალები შევიყვანეთ დმანისში. აქედან გამომდინარე, განიმუხტა. ამიტომ ვერ მოხდა ამ ადამიანების შეჩერება", - თქვა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ახლა რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად დმანისში დღეს ჩავიდა.

გუშინ დმანისში, ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა. დაპირისირება დღესაც გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე