ხელისუფლებამ კიდევ უფრო სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ასეთ დროს ყოველი საათი ძვირფასია - ქადაგიშვილი დმანისზე

საქართველო, თბილისი - 13:37 | 17.05.2021
ნანახია: 490

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი და სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ასეთი მოვლენების განვითარების დროს ყოველი საათი ძალიან ძვირფასია და ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს იმისთვის, რომ იქ სიტუაცია სასწრაფოდ განიმუხტოს.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა იყოს სამართლებრივად შეფასებული და დროული რეაგირება გაკეთებული. მთავრობა სრულად დაინტერესებულია, რომ ეს კონფლიქტი აღმოიფხვრას. ყოფითი კონფლიქტი გუშინ ბანალური მიზეზის გამო დაიწყო და მისი ეროვნული და ეთნიკური ნიშნით შემოსვა მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიქტის გაღვივებით, ეს არის ცალსახა მტრობა ქვეყნის მიმართ. წინასწარ ვერ ვიტყვი, პროვოცირებული იყო თუ სპონტანურად, მაგრამ როგორც ჩანს, სპონტანური იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ამ დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ქვებითა და ხელკეტებით დაუპირისპირდა.

შსს-მ ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე