არ შეიძლება, მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს - კორძაია დმანისის დაპირისპირებაზე

საქართველო, თბილისი - 13:25 | 17.05.2021
ნანახია: 463

არ შეიძლება, მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც, შეიძლება, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ დმანისში მიმდინარე დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

"ყველა დიდი კონფლიქტი ყოველთვის ყოფით ნიადაგზე იწყება. შევახსენებ, ბოლო კონფლიქტიც ისრაელში ყოფით ნიადაგზე დაიწყო... აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც, შეიძლება, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

განცხადებების გაკეთებას, ჯობს ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ და დაეხმარონ საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში.

აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების იდენთიფიცირება. კონფლიქტი დაიწყო გუშინ, კონფლიქტში დამნაშავეები არიან ისინი, ვინც მიუვარდნენ მაღაზიის მესაკუთრეებს", - ამბობს კორძაია.

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ამ დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ქვებითა და ხელკეტებით დაუპირისპირდა.

შსს-მ ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე