მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ფაიზერის" ვაქცინების შემოტანაზე ივნისი-ივლისში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:53 | 17.05.2021
ნანახია: 525

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, ზაფხულში "ფაიზერის" მილიონ დოზას ელოდებიან.

"ვაქცინების თაობაზე წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთია კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ვაქცინების მიღება უკვე დავიწყეთ, მეორე კი უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალური ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, ქალბატონ მინისტრთან ერთად წარვსდგებით საზოგადოების წინაშე.

საუბარია, "ფაიზერის" ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში. მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, უშუალოდ მეც ჩართული ვიყავი, "ფაიზერის" პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. "მოდერნასთან", "ნოვოვაქსის" ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელშეკრულებები და უახლოეს თვეებში დამატებით დოზებს მივიღებთ,"- განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე