სინდი კროუფორდი პენსიაზე გადის

საქართველო, თბილისი - 13:35 | 01.02.2016
ნანახია: 2743

ამერიკელი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, რომელიც წელს 50 წლის ხდება, სამოდელო ბიზნესიდან წასვლას გეგმავს. მან ამის შესახებ ჟურნალ United Airlines’ Rhapsody-ს განუცხადა.

კროუფორდს დაბადების დღე 20 თებერვალს აქვს. ”დარწმუნებული ვარ, კიდევ 10 წლის განმავლობაში გადამიღებენ, მაგრამ არა როგორც მოდელს. კიდევ რა უნდა გავაკეთო? აღარ შემიძლია ახალ-ახალი კუთხეებით წარმოვჩინდე და საკუთარ თავს რაიმე დავუმტკიცო. მე ეს აღარ მინდა”, - განაცხადა სუპერმოდელმა.

კროუფორდმა აღნიშნა, რომ თუ მას რამდენიმე წლით გაახალაგაზრდავებას შესთავაზებდნენ, უარს იტყოდა. ”მინდა მალე ვნახო შვილიშვილები და შვილთაშვილები და აღარ მინდა წარსულთან დაბრუნება”, - განაცხადა სინდი კროუფორდმა.

ამერიკელი სუპერმოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი სინდი კროუფორდი 1980-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების განმვლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო. ის პირველი ტოპ-მოდელი გახდა, რომელიც ჟურნალ Playboy-ისთვის შიშველი გადაიღეს.

სინდი 1991-95 წლებში მსახიობ რიჩარდ გირის ცოლი იყო. 1998 წელს ის ცოლად გაყვა რესტორატორ რენდი გერბერს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე