ისრაელელმა სამხედროებმა დანით შეიარაღებული პალესტინელი თავდამსხმელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 01.02.2016
ნანახია: 1779

ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მოკლეს. ის დანით იყო შეიარაღებული და ჯარისკაცებზე თავდასხმას აპირებდა.

როდესაც სამხედროები ეჭვმიტანილს მიუახლოვდნენ, ის მათზე თავდასხმას შეეცადა, რის შემდეგაც მოსალოდნელი საფრთხის გამო ჯარისკაცებმა მისი მისამართით სროლა განახორციელეს.

უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მსგავსი ინციდენტები ფაქტობრივად ყოველდღე ხდება. თავდასხმებისა და საპასუხო ზომების შედეგად 25-ზე მეტი ისრაელელი და 150-მდე პალესტინელია მოკლული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე