ნიკა მელია თუ ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატი იქნება, დაახლოებით 65%-ს ავიღებთ - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:11 | 12.05.2021
ნანახია: 558


ნიკა მელია თუ ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატი იქნება, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 65%-ს ავიღებთ, - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

"მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. 2/1-ზე ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის, ეს თამამი განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ.

რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ასეც და ისეც ჩვენი კანდიდატი გარწმუნებთ, დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს", - თქვა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე