დარჩნენ ქუჩაში, აი, დარდი - ალეკო ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე

საქართველო, თბილისი - 15:00 | 12.05.2021
ნანახია: 949

„გინდ შემოსულან, გინდ დარჩენილან, საერთოდ არ მადარდებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არანაირ კონსულტაციას მაგ მავნებლებთან არ ვაპირებ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის გაბანძებული პარტია.

„ახლა ვინც ხელი მოაწერა, მაგათი წყალობით გამოვიდა მელიაც და რურუაც. „ნაცებმა“ თავისიანები ჩატოვეს ციხეში, სხვის ხარჯზე უნდათ ხალხის გათავისუფლება. სხვისი ხელით უნდათ პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდათ საარჩევნო რეფორმა და მერე, თურმე, შემოპრაკუნდებიან პარლამენტში. დარჩნენ ქუჩაში, აი დარდი. ნიკა მელიასთან არანაირ კომუნიკაციას არ მოვახდენ, შეუძლია, გამოვიდეს საჯაროდ, ბოდიში მოიხადოს ჩემთან დაკავშირებით ადრე ნათქვამი სიტყვების გამო. პარლამენტში ხო შემოვა, სად წავა, ან დერეფანში შემხვდება. თუ საჯარო ბოდიშს არ მოიხდის ჩემთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვების გამო, მე არაფერი სალაპარაკო ნიკა მელიასთან არ მაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ოპოზიციის გამაერთიანებელი. რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ვფიქრობთ ჩვენს კანდიდატზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე