პრეზიდენტი და პირველი ლედი სპექტაკლს "აბესალომ და ეთერი" დაესწრნენ

საქართველო, თბილისი - 11:28 | 01.02.2016
ნანახია: 2484

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს "აბესალომ დაეთერი" დაესწრნენ. 

საქართველოს პრეზიდენტმა სპექტაკლის დაწყებამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია  დაათვალიერა და თეატრში შეკრებილჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოპერის თეატრის შენობის განახლებაში მიიღომონაწილეობა.

"მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე; მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული ოპერის მშვენიერიშენობის შექმნაში და მადლობა ვუთხრა ყველას ამ მშვენიერი პრემიერისთვის, რომლითაც ასე ვტკბებით დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით"  გუშინ გაიხსნა.

"აბესალომ და ეთერის" წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები - ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილიასრულებდნენ. სპექტაკლის  ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე