დამასკოში ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 01.02.2016
ნანახია: 1548

სირიის ქალაქ დამასკოში ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. დაშავებულია 110 ადამიანი.

დამასკოს შიიტურ კვარტალში სამი აფეთქება გუშინ მოხდა. ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა ავტობუსების გაჩერებასთან აამოქმედეს.

შემდეგ, როდესაც ხალხი დაშავებულთა დასახმარებლად შეიკრიბა, ორმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე