ისლამისტებმა თავიანთი თანამებრძოლები დეზერტირობისთვის სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 01.02.2016
ნანახია: 1761

ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 20 თანამებრძოლი დეზერტირობის მცდელობისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ქურთული სააგენტო ARA News-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დეზერტირები ერაყის ქალაქ მოსულის შემოგარენში დააკავეს და შარიათის სასამართლოს გადასცეს.

ტერორისტებს თავბეი მოსულის ცენტრში ასობით ადამიანის თვალწინ მოკვეთეს. მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯამ დაჯგუფების სხვა წევრებს შორის პანიკა გამოიწვია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე