ბორჩაშვილისა და სამი პანკისელის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:00 | 01.02.2016
ნანახია: 1554

აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 3 პანკისელის საქმის განხილვა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდება.

დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომაზე გამოძიების მიერ წარმოდგენილი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები არ განიხილონ, რადგან, ადვოკატის განმარტებით, ბრალდების პოზიციას დაკავებულთა ბრალეულობის შესახებ ის ვერ ამყარებს.

დღევანდელ პროცესს ბრალდებულებიც დაესწრებიან. მათ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წაყვანა ედებათ ბრალად.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე