სირიაში აფეთქებებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 01.02.2016
ნანახია: 1819

სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარ აფეთქებებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ტერატქების შედეგად დაზიანდა ავტოსადგური და შენობა, სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ჟენევაში კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრისათვის მოსალაპარაკებლად შეიკრიბნენ.

ევროკავშირის წარმომადგენელთა თქმით, თავდასხმის მიზანს, რომელზეც პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლა წარმოადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე