შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკეიმით დაავადებული ბავშვებისთის სისხლი გაიღეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 31.01.2016
ნანახია: 1440

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას და აქციაში – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილებს.

ბავშვების დასახმარებლად, სისხლი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი–სამგორის სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გაიღეს.
აქციაში მონაწილეობის მიზანი დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე მეოთხე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლს აბარებენ. აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე