როდის გრძნობს ადამიანი თავს ბედნიერად?

საქართველო, თბილისი - 16:16 | 27.09.2015
ნანახია: 2270

კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა სოციალურ ქსელში ჩაატარეს დღიურებისა და ჩანაწერების მასშტაბური კვლევები, რომელიც 84 ქვეყნის ხუთასი ათასზე მეტ ადამიანს ეკუთვნოდა.

კვლევის მიზანი იყო, გაეგოთ, როდის გრძნობს ადამიანი თავს ბედნიერად, დროის რომელ მონაკვეთში.

შედეგად _ ადამიანი თავს ბედნიერად დილით გრძნობს. კვლევითი პროექტის ორგანიზატორების არგუმენტი არის ის, რომ სხეული აღიდგენს ძალებს წინა დღეს დაგროვილი დაძაბულობისგან.

სწორედ დილის საათებში, გამოღვიძებისას შეიგრძნობს ადამიანი ძალდაუტანებელ ბედნიერებას, `ბავშვურ სილაღეს~, რაც მოგვიანებით იცვლება ახალი დაძაბულობით.

მაგრამ ყველა ადამიანი როდი გრძნობს დილაობით თავს ბედნიერად. მათ მიეკუთვნება `ბუ~, რომელიც ფხიზლობს ღამით, და გამაღიზიანებლად ძილის მოყვარული ადამიანი. მეცნიერები ამ ტიპის ადამიანებს ურჩევენ, ნელ-ნელა მიეჩვიონ დროულ დაძინებას. როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, რეჟიმი ასევე აუცილებელია კარგი ძილისთვის. ისინი გვირჩევენ, არ ვეცადოთ, გავაკეთოთ ყველაფერი ერთად და სწრაფად, არამედ მოვიწყოთ შესვენებები ფინჯანი ყავით ან ჩაით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე