ღარიბაშვილმა პარტია ”ქართული ოცნებაც“ დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 31.01.2016
ნანახია: 2238

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია ”ქართული ოცნებაც“ დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ წევრებთან დაადასტურა. აღნიშნული განცხადება კვაჭანტირაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა:

„სამდივნომ დააკმაყოფილა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტიაში გაწევრიანების თაობაზე და დღეს ის მოწვეულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ის მოიაზრება ქართული ოცნების თავმჯდომარედ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მასთან დღეს კიდევ ერთხელ მოხდა კომუნიკაცია და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ ის ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და მიდის პარტიის თავმჯდომარეობიდან,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე