შს მინისტრის ინიციატივით, 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში გაემგზავრნენ

საქართველო, თბილისი - 13:25 | 30.01.2016
ნანახია: 1577

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში ისვენებენ.
დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს ბაკურიანში შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კალანდაძე და ადგილობრივი სამართალდამცველები დახვდნენ. პოლიციელებმა ბავშვები თოვლმავლებით გაასეირნეს.
დაღუპული პოლიციელების შვილები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში ისინი სპორტულ სკოლაში სათხილამურო სპორტს დაეუფლებიან. სწავლების დასრულების შემდეგ, მოზარდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება და გამარჯვებულებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საჩუქრებს გადასცემს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე