ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ნიკა კოჩაროვი & YOUNG GEORGIAN LOLITAZ გამოვლენ

საქართველო, თბილისი - 18:23 | 30.01.2016
ნანახია: 2646

                 

2016 წლის ევროვიზიისთვის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 100-ზე მეტი განაცხადი  შემოვიდა, საბოლოოდ ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფმა  ალტერნატიული ინდი როკის  ჟანრში შექმნილი ხუთი კომპოზიცია შეარჩია, რომლის სატელევიზიო გადაღებაც კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის  პავილიონში გაიმართება.

სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი 5 სიმღერის პრეზენტაცია  პირველი არხის გადაცემაში „კომუნიკატორი" 3 თებერვალს შედგება.

4 დან 15 თებერვლამდე ხუთიდან ერთს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური შეარჩევს, თანაფარდობით 50/50%.  ზარის განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო იქნება. სიმღერები ასევე განთავსდება ინტერნეტ სივრცეში, სადაც ხმის მიცემის საშუალება ყველა მსურველს ექნება.

თუ რომელი სიმღერით წარსდგება ნიკა კოჩაროვი & YOUNG GEORGIAN LOLITAZ ევროვიზიის 61-ე კონკურსზე ცნობილი15 თებერვალს „კომუნიკატორის" ეთერში გახდება.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.

ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე