საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი ფრენსის მაკდორმანდს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 26.04.2021
ნანახია: 854

ლოს ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის გადაცემის 93-ე ცერემონიალი გაიმართა.

როგორც ვარაუდობდნენ, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი ფრენსის მაკდორმანდს გადაეცა ფილმ "მომთაბარეთა მიწაში" შესრულებული როლისთვის. "მომთაბარეთა მიწამ" გაიმარჯვა საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.

წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ:

ვიოლა დევისი, "Ma Rainey's Black Bottom" - მა რეინი: ბლუზის დედა

ანდრა დეი, "The United States vs. Billie Holiday" - შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ.

ვანესა კირბი, "Pieces of a Woman"

კერი მალიგანი, "Promising Young Woman" - იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი

ფრენსის მაკდორმანდისთვის ეს მესამე ოსკარია. მანამდე 3 ოსკარის მოპოვება მხოლოდ მერილ სტრიპმა შეძლო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი წლევანდელ დაჯილდოებაზე ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი გახდა, ფილმისთვის "მამა".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე