ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 30.01.2016
ნანახია: 1662

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, ალექსანდრე დემეტრაშვილი, მარიამ ბაშარული და გიორგი ჩუბინიძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ახდენდნენ მათ მიერ, კუსტარული წესით დამზადებული, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბი 20 ლარიანი კუპიურების გასაღებას. გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია ალექსანდრე დემეტრაშვილის, მარიამ ბაშარულისა და გიორგი ჩუბინიძის მიერ, ჯგუფურად, 222 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურის გასაღების ფაქტი. ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა.

ბრალდებულებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე