თეა წულუკიანი: შემოდგომის არჩევნებზე გარემო ძალადობისგან ბოლომდე უნდა იყოს დაცლილი

საქართველო, თბილისი - 17:03 | 29.01.2016
ნანახია: 1514

"მომავალი შემოდგომის არჩევნებზე საარჩევნო გარემო უნდა იყოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული, სამაგალითო და ბოლომდე დაცლილი ძალადობისგან, სიტყვიერი, თუ ფიზიკური შეურაცხოფისგან, რადგან ეს არის შეჯიბრი, ხოლო არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრ, გიორგი კვირიკაშვილსგან დავალება მიიღო, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, კანონდმებლობას გადახედოს.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ, პირი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ სასჯელს მიიღებს და დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, შესაძლოა მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

"მე დავალება მივიღე. ჩემს სამინისტროში უკვე გადაცემულია ეს დავალება. სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარატამენტებში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ, როგორია სხვა ქვეყნის პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი, და ასეთი იყო შინაარსიც პრემიერის დავალებისა, გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომელიც წინასაარჩევნო, ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და ჩვენ არა მხოლოდ ადმინისტრაციული სანქიციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, როდესაც ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს, არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის სანქციაც, მაგრამ ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს, რადგან საარჩევნო გარემო მომავალი შემოდგომის არჩევნებზე უნდა იყოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და სამაგალითო და ბოლომდე დაცლილი ძალადობისგან, სიტყვიერი, თუ ფიზიკური შეურაცხოფისგან, რადგან ეს არის შეჯიბრი, ხოლო არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი",-განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე