დავით უსუფაშვილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 21.04.2021
ნანახია: 409

"ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა - ფოტოს და ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის ოფისში დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ უსუფაშვილმაც - მისი თქმით, შეთანხმებას "ლელოს" სხვა ლიდერების მსგავსად აწერს ხელს.

რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, დავით უსუფაშვილის თქმით, ეს "პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება დამოკიდებული".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე