საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 22:26 | 19.04.2021
ნანახია: 502

ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერზე" ეხმიანება.

"საქართველოს გაუმარჯოს!

ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც არსებული კრიზისიდან გამოიყვანს"

შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის და ხალხის ინტერესი დააყენეს წინ. ის მადლობას უხდის პრეზიდენტსაც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე