თუ პარტიები შეთანხმებას ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 19.04.2021
ნანახია: 436

პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ პარტიები ხელს მოაწერენ შეთანხმების დოკუმენტს და ევროკავშირის და აშშ-ის წეარმომადგენლები იტყვიან, რომ შეთანხმება შედგა, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს

"პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეციაა და არა მოლაპარაკებების საგანი. შეწყალება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას. მას ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, მაგრამ თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, პრეზიდენტის მოვალეობაა, საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. როდესაც პარტიები შევლენ პარლამენტში, ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ერთი კვირის ვადაში, ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე