ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ჩატარდა - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 16:00 | 19.04.2021
ნანახია: 370

პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს იმ მოცემულობით, თუ საერთაშორისო პარტნიორები "კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი პრინციპების დაცვით ჩატარდა".

მისივე თქმით, ასევე აუცილებელი პირობაა, რომ მომავალში ოპოზიციის მხრიდან გამოირიცხოს რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა.

"ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში.

იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს". - ამბობს თალაკვაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე