"ლელო" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

საქართველო, თბილისი - 15:55 | 19.04.2021
ნანახია: 385

პარტია ლელო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"პრინციპულად ლელო ეთანხმება გუშინ მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს. ცხადია, მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორების მხრიდან ამ ყველა პუნქტის შესრულება იყოს მათი ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობს. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეული იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო ამ შეთანხმების სულისკვეთებით მხარს უჭერს ხელმოწერას, გადატვირთვას და განახლებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე