43% ვინ უნდა დაითვალოს, ისევ ჟვანიამ? - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:52 | 19.04.2021
ნანახია: 398

მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მომენტად, რომ პირველად პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, "მთავარი არხის" ეთერში, მიშელის ახალ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

"ჯერ ერთი გაუგებარია რატომ 43% და რატოა არა 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა? მეორე კითხვა, რომელიც მაქვს, ეს უნდა დავუსვათ ჩვენ თავს ყველა ჩვენგანმა - ვთქვათ, 43%, ვინ უნდა დაითვალოს, ისევ ჟვანიამ?" - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.

"მე ვფიქრობ, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ, სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული თამაშის წესები მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, ამ წესების გადახვევა მიგვიყვანს მხოლოდ უარეს შედეგამდე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე