შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 22:57 | 18.04.2021
ნანახია: 483

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ.-მ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით, ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე