"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 18.04.2021
ნანახია: 523

"საქართველოს ბანკზე" თავდასმხაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სასამართლო პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ადვოკატი კი 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 7 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.

ნიკოლოზ წურწუმიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე