ქართული ოცნების ოფისთან დაკავებულ გიორგი მუმლაძეს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 16.04.2021
ნანახია: 547

ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, თუკი თანხის ნახევარს გადაიხდის.

სამოქალაქო აქტივისტებმა თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში უკვე წამოიწყეს კამპანია #მუმლიკასთვის. ისინი სწორედ ასე აპირებენ გირაოს თანხის შეგროვებას.

გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკავეს. აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

მუმლაძეს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენბას ედავებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე