„საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებულია

საქართველო, თბილისი - 14:18 | 16.04.2021
ნანახია: 525

შეიარაღებული პირი, რომელიც საქართველოს ბანკის ფილიალში იყო შეჭრილი დაკავებულია, გათავისუფლდნენ მძევლებიც, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„დღეს მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასმხმა, თავდასხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები, აქტიური საგამოძიები მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლებულია. დაზიანება არავის მიუღია“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის ავლაბარში 2 - საათაიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. ხუთივე მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე