თავდასხმა საქართველოს ბანკზე - სავარაუდოდ, გათავისუფლებულია 2 მძევალი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 16.04.2021
ნანახია: 664

ბანკის შენობიდან, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა სამართალდამცველებმა ორი პირი გამოიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი საქართველოს ბანკის თანამშრომლები და შესაძლო მძევლები არიან. 

ბანკში შეიარაღებული პირი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზელბული, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია თვითელი ლენტებით შემოფარგლეს. 

პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სხვა მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე