ავლაბარში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 16.04.2021
ნანახია: 476


თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ბანკში, სავარაუდოდ, ერთი პირია შეჭრილი.

ადგილზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დხმარების ბრიგადები.

ასევე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა ჯგუფები. პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე