დღეს მაია ჯაბუას "ვარსკვლავს" გაუხსნიან

საქართველო, თბილისი - 09:52 | 29.01.2016
ნანახია: 2722

დღეს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ლეგენდარული ანსამბლ "მზიური"-ს სოლისტის მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რის შემდეგაც საზეიმოდ ფილარმონიის წინ მისი "ვარსკვლავი" გაიხსნება. 

კონცერტში მონაწილეობენ ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დათო ევგენიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ლიზა ყენია.

ანსამბლი „მზიური“ 1970-იან წლებში მუსიკოსმა რაფაელ კაზარიანმა დააარსა.  მაია ჯაბუამ „მზიურში“ შესრულებული სიმღერების — „ლეგენდა თბილისზე“ და „მეორე ლეგენდა“-შემდეგ განსაკუთრებით გაითქვა სახელი. მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში, ათობით სოლო ალბომი აქვს ჩაწერილი და არის საქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე