ამერიკული მედია: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 15.04.2021
ნანახია: 435

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ საქნციების მორიგ პაკეტს ამზადებს. New York Times-ის ინფორმაციით, აშშ გეგმავს შეზღუდვები დააწესოს რუსეთის საგარეო ვალზე.

Wall Street Journal -ი იუწყება, რომ 14 ივნისის შემდეგ ამერიკული დაწესებულებები ვეღარ შეძლებენ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსგან და ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან ობლიგაციების ყიდვას.

სააგენტო Bloomberg-მა კი გაარკვია, რომ აშშ სანქციების დაწესებას რუსეთის 12 მოქალაქისა და 20 რუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ აპირებს. მოსკოვის მხრიდან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევენბში ჩარევის მცდელობების, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თალიბანთან ერთად ერთობლივი მოქმედებებისა და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო, რომელიც აშშ-ს რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს, აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ვაჭრობისა და სახაზინო დეპარტამენტებს შეეხო, ქვეყნიდან, შესაძლოა, 10 რუსი დიპლომატიც გააძევონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არჩევნებში ჩარევისთვის ძვირ ფასს გადაიხდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე