რომის პაპი: მთელ მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება

საქართველო, თბილისი - 15:17 | 27.09.2015
ნანახია: 1984

„მთელ მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა, ფილადელფიის დამოუკიდებლობის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პონტიფიკოსის თქმით, არ შეიძლება, რომ  რელიგია სიძულვილისა და სისასტიკის მიზეზი გახდეს. პაპი ფრანცისკე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს მოთმინებისა და ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდებს. 

პონტიფიკოსი შეერთებულ შტატებში 6-დღიანი ვიზიტით იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე