ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე

საქართველო, თბილისი - 10:48 | 15.04.2021
ნანახია: 522

ამ პროცესს ჰქონდა რასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, - ამის შესახებ ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას გუნდში ოცნებიდან ექვსი დეპუტატის გადასვლის შეფასებისას განაცხადა.

"სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება",- თქვა კობახიძემ.

გუშინ, 14 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა , ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა , შალვა კერსელიძემ, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა“ქართული ოცნება” დატოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე