იმუნიზაციის საბჭო დღეს გადაწყვეტს დაიწყებს თუ არა საქართველო "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანმო-ს ავტორიზაციამდე

საქართველო, თბილისი - 10:30 | 15.04.2021
ნანახია: 537

დაიწყებს თუ არა საქართველო "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიღებამდე - საკითხზე იმუნიზაციის საბჭომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ჩინური "სინოფარმისა“ და "სინოვაკის" ვაქცინით იმუნიზაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში და საკმაოდ წარმატებულად. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე არსებული ყველა ვაქცინა თავის მთავარ დანიშნულებას - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირებას კარგად ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე