რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 14.04.2021
ნანახია: 522

რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი "იულის კეისარი", რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს. შესაბამის განცხადებას თეატრი "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს ,,იულიუს კეისარი'', - ნათქვამია განცხადებაში.

ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.

"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ", - თქვა მაყაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე