მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 14.04.2021
ნანახია: 515

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მსახიობმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა. მან თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროს და შემდგომში, ბავშვის თანდასწრებითაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე