20 ივნისის შემდეგ "ქართული ოცნება" გახარიას გვერდით დაუდგა, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა — დიმიტრი სამხარაძე

საქართველო, თბილისი - 16:04 | 14.04.2021
ნანახია: 421

“ქართულიო ოცნების” წევრი დიმიტრი სამხარაძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრების “ქართული ოცნებიდან” გასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ნული პროცენტი იყო და რომ მას მთელი პარტია გვერდით დაუდგა და “დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა”.

“დავიწყოთ იმით, რომ… მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა, არჩევნებშიო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ “სხვისის” გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. 

მიუხედავად ამისა, იმ “სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ “სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ “სხვის” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის. მაგრამ სადაა მასე სიმართლე, კაცური ასეა!!! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს. ( წერტილი)”, — წერს სამხარაძე.

დღეს, 14 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა , ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა , შალვა კერსელიძემ, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა“ქართული ოცნება” დატოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე