აშშ-მა Johnson & Johnson -ის ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების რეკომენდაცია გასცა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 13.04.2021
ნანახია: 523

შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და გავრცელების ცენტრმა (CDC) კომპანია Johnson & Johnson -ის  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების რეკომენდაცია გასცა.

„რეკომენდაციას გავცემთ დროებით შეჩერდეს ამ ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - წერს FDA Twitter-ზე.

New York Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თრომბის განვითარების შემთხვევები ვაქცინაციის შემდეგ გამოუვლინდა 18-დან 48 წლამდე ასაკის ექვს ქალს. ერთი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

CDC-ის მონაცემებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა უკვე მიიღო აშშ-ის შვიდმა მილიონმა მოქალაქემ.

მანამდე, FDA აცხადებდა, რომ არ არსებობს კავშირი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის.

იმუნიზაციის საკონსულტაციო კომიტეტი, CDC-ს პოტენციური რისკების შესაფასებლად შეხვდება.

ევროპის წამლის სააგენტომ J&J-ის ვაქცინის შესახებ ახალი ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გართულებების ოთხი ეპიზოდის შესახებ, რომელთაგან ერთი ლეტალურად დასრულდა.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე