ოკუპანტებმა 49 წლის მამაკაცი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 18:21 | 28.01.2016
ნანახია: 1652

ოკუპანტებმა გორის რაიონიდან 49 წლის მამაკაცი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით ჯიმშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული.

რუსმა სამხედროებმა ტიელიძე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

გატაცებულის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე