შსს-ს თანამშრომლები ბათუმის ქუჩების გაწმენდით სამუშოებში მონაწილეობენ

საქართველო, თბილისი - 15:18 | 28.01.2016
ნანახია: 1511

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდით სამუშოებში ჩაერთო.
აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილები უხვი ნალექისგან გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, დიდთოვლობის პერიოდში, ბათუმისა და მთელი საქართველოს, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში აქტიურ დახმარებას უწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე