"მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის - ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 13:43 | 31.03.2021
ნანახია: 184

თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს.

პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით მინისტრმა აღნიშნა, რომ “მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება.

“რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, კლინიკა "მედკაპიტალის" პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო  აცრის გაკეთებიდან  2 კვირის შემდეგ  გარდაიცვალა. კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე