„იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“ - ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები

საქართველო, თბილისი - 14:51 | 28.01.2016
ნანახია: 1625

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრების განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ირინა გოგილაშვილი სასაფლაოზე, სადაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ის იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე. 

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ააფეთქეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე