მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 28.01.2016
ნანახია: 1332

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა.                                                                     

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური კურსის და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების  ძირითად მიმართულებებზე და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე