ეგეოსის ზღვაში 11 მიგრანტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 28.01.2016
ნანახია: 1680

ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვისას 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ტრაგედიის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა ცნობით, მხოლოდ 10 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

დაღუპულთა შორის შვიდი ბავშვი, სამი მამაკაცი და ერთი ქალია. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ეგეოსის ზღვაში მიგრანტების დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ მაშველებმა შვიდი მიგრანტის ცხედარი იპოვეს, რომელთაგენ ერთი მცირეწლოვანი იყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე