კუნძულ ლესბოსის მახლობლად არალეგალებით დატვირთული ნავი ჩაიძირა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 20.09.2015
ნანახია: 2287

საბერძნეთის სანაპირო დაცვა დაკარგულ 26 მიგრანტს ეძებს. არალეგალებით დატვირთული ნავი კუნძულ ლესბოსის მახლობლად ჩაიძირა. გავრცელებული ცნობით, ნავზე სულ 46 ადამიანი იმყოფებოდა, 20 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 20–მდე სამაშველო ოპერაცია ჩატარდა ლიბიის სანაპიროსთანაც.

იტალიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვის გემებმა 5 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას რეზინის ნავებით ცდილობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე