საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებისთვის ბრძოლა იწყება

საქართველო, თბილისი - 11:32 | 28.01.2016
ნანახია: 7523

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლა იწყება. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, ლგბტ პირების უფლებების დამცველი, ადვოკატი გიორგი ტატიშვილი, რომელიც ადრე ტრანსგენდერ "მაცაცოდ" იყო ცნობილი, ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".
"სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით", - განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ფიზიკურმა პირმა.
"მე მაქვს ჩემი ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგის და ასოციაციის ლგბტ უფლებათა დაცვის ცენტრი", თუმცა სარჩელი არ შედის ორგანიზაციის სახელით, ის შედის გიორგი ტატიშვილის სახელით, ვინაიდან მე აქტიური ლგბტ უფლებადამცველი ვარ და ადვოკატი", - განმარტავს იგი.
წყარო: ambebi.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე